„ულევი წარმატება, წინსვლა და სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური“ - სურამის N1 საჯარო სკოლიდან მასწავლებლებმა მე-12 კლასელები გააცილეს
24-05-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მეთორმეტეკლასელებს გამოემშვიდობნენ. ბოლო ზარის ღონისძიება ლამაზად გაფორმებულ ღია სივრცეში ჩატარდა. პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.

„ბოლო ზარის სურამის პირველ საჯარო სკოლაში, დილიდან აქტიურად ლამაზი მორთულობებით დაიწყო, მოსწავლეებს დახვდათ ძალიან ლამაზად გაფორმებული სკოლის ეზო...

ჩვენო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ულევი წარმატება, წინსვლა და სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. გვჯერა, რომ თქვენი მიღწევებით ასახელებთ სკოლას, ოჯახებსა და ქვეყანას. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. უფალი გფარავდეთ“, - ასე მიმართეს პედაგოგებმა საყვარელ კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203