ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში მათემატიკური ესტაფეტა ჩატარდა
24-05-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კათედრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი - ნინო მაისურაძე)  მათემატიკური ესტაფეტა ჩატარდა, რომლის მიზანი იყო რიცხვებზე მოქმედების უნარ-ჩვევების განმტკიცება, თვითკონტროლისა და თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბება.

V-VI კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ. იცავდნენ თამაშის ქცევის წესებს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203