ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

მოსწავლეები ამჯერადაც წარმატებით ჩაერთვნენ ტესტირებაში და ბრწყინვალე შეფასებები მიიღეს. ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალზე 20 მაისს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203