.jpg)
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში გააცილეს.
სკოლის ადმინსტრაციამ და მასწავლებლებმა თავიანთ აღზრდილებს გზა დაულოცეს და ბედნიერი მომავალი, ია-ვარდებით მოფენილი ცხოვრების გზები და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
„მშვიდობით სკოლავ, მშვიდობით ბავშვობავ, მადლობა მასწავლებლებს, ვეცდებით გავამართლოთ თქვენი იმედები!“ - ასეთი ემოციური სიტყვებით გამოემშვიდობნენ კურსდამთავრებულები სკოლასა და პედაგოგებს.
იხილეთ ფოტოები