თბილისის N90 საჯარო სკოლის ჩოგბურთელთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
24-05-2021
თბილისის N90 საჯარო სკოლის ჩოგბურთელთა გუნდმა ჩოგბურთში საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.

მოსწავლეებმა წყვილებში, ჯგუფურ და ინდივიდუალურ თამაშებში  6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს: გიორგი ჯინჭარაძეს, ცოტნე ქობალიას, აკაკი გაბიცინაშვილსა და ნიკოლოზ რაზმაძეს ოლოცავს  ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც ტექსტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203