„სკოლის სკვერის კეთილმოწყობის დაგეგმარება“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაციები გამართეს
24-05-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4გ კლასში მათემატიკაში კომპლექსური დავალების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - „სკოლის სკვერის კეთილმოწყობის დაგეგმარება“.
მოსწავლეებმა ნაშრომები წარმოადგინეს როგორც „ფლიფჩატების“, ისე „მაინკრაფტის" გამოყენებით.
აქტივობას კლასის ხელმძღვანელი მაკა ჟორჟოლიანი და საგნის მასწავლებელი, ნათელა ბაზაძე ხელმძღვანელობდნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია