„სკოლა ამაყობს თქვენით!“ - თბილისის N116 სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სასწავლო ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში მოხვედრას ულოცავს
24-05-2021

თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს - ნინო ზაუტაშვილსა და დანიელა კარაკოზოვას ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში მოხვედრას ულოცავს. დირექცია ასევე მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

ჩვენი სკოლის მე-12 კლასის კურსდამთავრებულები - ნინო ზაუტაშვილი და დანიელა კარაკოზოვა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში არიან, ქვეყნის მასშტაბით.

გილოცავთ ამ წარმატებას!

სკოლა ამაყობს თქვენით!

აქვე, მადლობა ჩვენი სკოლის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. ბავშვებო, წინ ბევრი წარმატება გელოდებათ“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203