„იფრინეთ, გიყვარდეთ, გწამდეთ, იბრძოლეთ და იქნებით გამარჯვებულები“ - თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგები მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობნენ
24-05-2021

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის პედაგოგები მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობნენ. განსაკუთრებულად ემოციური იყო ეს დღე კლასის დამრიგებლებისთვის. მათ საკუთარი აღზრდილები თბილი სიტყებით და დარიგებით გააცილეს სკოლიდან.

„სკოლისკენ მომავალი გზა დასრულდა, ისინი მიდიან წუთისოფლის ბილიკებზე საკუთარი კვალის დასატოვებლად. მე-12/ბ კლასს ემშვიდობება დამრიგებელი: გულიკო ბიწაძე და თინა ხუროძე, დირექცია, მასწავლებლები, მშობლიური ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლა. 

ისინი მიდიან და თან მიჰყვებათ იმედი, რომ შეძლებენ უკეთესი მომავლის შენებას. გულიკო ბიწაძემ მიმართვისას აღნიშნა, რომ რვა წელი ცდილობდა მათთვის ნინო მასწავლებლისგან გამოსხმული ფრთების გასწორებას, გაძლიერებას. მან გრიგოლ ხანძთელის სახარებისეული სიტყვები საგზლად გაატანა მოსწავლეებს: გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს იქნება ნიშანი ჩემი აღზრდილებისა, რომელიც გამოგარჩევთ.

თინა ხუროძე კი მოსწავლეებს ასე დაემშვიდობა: „ხე საზარელი შესახედია ზამთარში, მაგრამ რა სჯობს მის ხილვას გაზაფხულზე, ზაფხულში, ასეა ადამიანიც, შესაძლოა დადგეს ცუდი პერიოდი, დაუშვათ შეცდომა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოვა გაზაფხული, იმედიანად იარეთ, იბრძოლეთ, რომ იმ ხის მსგავსად შეძლოთ ცუდის კარგით შეცვლა“.

სკოლამ გზა დაულოცა აღზრდილებს, იფრინეთ, გიყვარდეთ, გწამდეთ, იბრძოლეთ და იქნებით გამარჯვებულები, წარმატებულები, ბედნიერნი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203