ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე: წმინდა ტბელი აბუსერისძე.
ბიბლიოთეკის რამაზ სურმანიძის სამკითხველო დარბაზში ბათუმის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებმა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, წმინდა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა მათთვის ცნობილი ისტორიული და ლიტერატურული ფაქტები წარმოადგინეს.
შეხვედრაში ბსუ-ს პროფესორი, ქართველოლოგი, რამაზ ხალვაში და წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია თურმანიძე მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები