
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ღონისძიება ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგების - ზეინაბ ვარაზაშვილისა და თინიკო ჯაფოშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ VIII-IX სკოლის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.
ვიქტორინა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები