ვაჩიანის საჯარო სკოლის III კლასში მათემატიკაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
24-05-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, სათენიკ პალოიანმა მე-3 კლასში მათემატიკაში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
პედაგოგმა გაკვეთილის მიმდინარეობისას არაერთი საინტერესო რესურსი გამოიყენა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ და მათემატიკური ცოდნაც გამოავლინეს.