ბორითის საჯარო სკოლის მილოცვა 2021 წლის კურსდამთავრებულებს 
21-05-2021
 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.

„სოფელ ბორითის საჯარო სკოლა ულოცავს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას. უსურვებს, წარმატებით და სიხარულით სავსე წლებით ცხოვრებას ძლიერ და გამთლიანებულ საქართველოში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ. ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203