„იმედია, თქვენი წარმატებებით ასახელებთ სამშობლოს“ - თბილისის N2 საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები გააცილა
თბილისის N2 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასის ემოციურად გააცილეს.
პანდემიის მიუხედავად სკოლამ შეძლო ემოციურად, დასამახსოვრებლად და რეგულაციების დაცვით გაეცილებინა მეთრმეტეკლასელები.
„უჩვეულო ბოლო „ბოლო ზარი“ დღეს თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის. რეგულაციების დაცვით დაემშვიდობნენ სკოლას მოსწავლეები. კიდევ ერთხელ გაიხსენეს სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები.
წარმატებები ბავშვებო, იმედია სკოლაში მიღებული ცოდნას გამოიყენებთ და თქვენი წარმატებებით ასახელებთ სამშობლოს. გვეიმედებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: