ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის დირექტორმა რუბენ ვადანიანმა და კოლექტივმა სკოლის დამთავრდბა მიულოცეს კურსდამთავრებულებს. უსურვეს ჯანმრთელობა, წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში.
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: