თბილისის N116 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ რეგულაციების დაცვით ჩატარდა
21-05-2021
თბილისის N116 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მე-12 კლასის მოსწავლებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად თბილისის N116 საჯარო სკოლამ წარმატებით მოახერხა მეთორმეტე კლასელებისთვის სკოლის ბოლო დღე დასამახსოვრებელი და ემოციური ყოფილიყო.„ბოლო ზარი“ რეგულაციების დაცვით ჩატარადა.
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია