„ჩვენო მომავალო თაობავ, საქართველოს ეამაყოს თქვენით“- ქვენობნის საჯარო სკოლა 2021 წლის კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარს“ ულოცავს
21-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას ულოცავს.
„ქვენობნის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და საქართველოს ყველა მე-12 კლასის მოსწავლეს დიდი სიყვარულით ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. წარმატებებს, წინსვლას, ულევ სიხარულსდა ბედნიერებას, ოცნებების ასრულებას ვუსურვებ, ჩვენო მომავალო თაობავ, საქართველოს ეამაყოს თქვენით! უფალი გფარავდეთ თითოეულ თქვენთაგანს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია