დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველკლასელები „ანბანის გაცილებასთან“ ერთად მეთორმეტეკლასელებსაც გამოემშვიდობნენ
21-05-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილებასთან“ ერთად მე-12 კლასიც გააცილეს.
მათ ცეკვით, სიმღერითა და ამაღელვებელი სიტყვებით მიულოცეს სკოლის დამთავრება მეთორმეტეკლასელებს და მათ სახელებზე ჰელიუმის ბუშტები და ფრანები გაუშვეს.
მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება პედაგოგებმაც მიულოცეს. მოსწავლეებიმა მასწავლებლების მიმართ 12 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის მადლიერება გამოხატეს და სკოლას ფლეშმობით დაემშვიდობნენ.