
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის თანამშრომლები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ.
„ბოლო ზარის“ ღონსიძიებაზე მოსწავლეებს ემოციური სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნონა გაზდელიანმა.
„გზას დაგილოცავთ! ცრემლებს ჩემთვის შევინახავ, თქვენ კი ლამაზ, ფერად, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ! -ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი მე-12 კლასელებს.
ჩვენც-სკოლასაც ბევრჯერ განგვაცდევინეთ მოსწავლის წარმატებებით მიღებული უდიდესი ბედნიერება,ჩვენ კი ვცდილობდით დაგხმარებოდით რეალობის სწორ აღქმაში,რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ სწორედ ეს სირთულე ხდის მას ასე ლამაზსა და მრავალფეროვანს. გეხმარებოდით საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყავით.იმედია,შევძელით გეპოვათ თქვენი ინტერესები და რწმენა იმისა ,რომ თუ მოინდომებთ ყველაფერს შეძლებთ“ - აღნიშნა მილოცვაში სკოლის დირეტორმა ნონა გაზდელიანმა.
კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს სკოლის პედაგოგებმა, დამრიგებელმა და მშობლებმა.
იხილეთ ფოტოები