ერკეთის საჯარო სკოლიდან 2021 წლის ერთადერთი კურსდამთავრებული განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გააცილეს
21-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლამ მე-12 კლასის მოსწავლე სიყვარულით გააცილა.
„ერკეთის საჯარო სკოლამ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გააცილა თავისი ერთადერთი მეთორმეტეკლასელი , უჩვეულო ის იყო, რომ გიორგიმ ბოლო გაკვეთილი ახალი, ჯერ კიდევ საზეიმოდ გაუხსნელი სკოლის შენობაში მოისმინა, აქვე დაირეკა მისთვის ბოლო ზარი, რომელიც დიდხანს იწკრიალებს ამ სოფლის მოსწავლეებისათვის.
ისევ რეგისტრაციების გამო, ახალი სკოლის ეზოში შეკრებილმა პედაგოგებმა გზა დაულოცეს კურსდამთავრებულს, იყო განშორების ცრემლები და ღიმილიანი მოგონებებიც, გადავეცით სამახსოვრო საჩუქარიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია