„გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას“ - რაქვთის საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
21-05-2021
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ ემოციური იყო.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, წარმატებებით გევლოთ მუდამ და გახსოვდეთ თქვენი ცოდნა თქვენი წარმატების საწინდარია, ცოდნით კი ყველა გამოცდის გადალახვას შეძლებთ. გისურვებთ წინსვლასა და მწვერვალების დაპყრობას, წინ კი სტუდენტობის საუკეთესო წლები გელოდებათ“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია