მუსხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ იზეიმეს
21-05-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მუსხის საჯარო სკოლაში ჩატარდა ბოლო ზარი რეგულაციების და დისტანციის დაცვით. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მე-12 კლასის მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და მომავალში წარმატებები უსურვეს.
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია