მედანის თემის საჯარო სკოლამ 2021 წლის კურსდამთავრებულები გააცილა
21-05-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ბოლო ზარი“ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც ემოციური იყო.
„მედანის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს სკოლის დამთავრებას ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს. გისურვებთ მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრებასა და ულევ წარმატება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.