ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლის ირაკლი ზუზაძის წარმატება izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში
21-05-2021
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ირაკლი ზუზაძე izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 20 მაისს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203