უშგულის საჯარო სკოლაში 2021 წლის ერთადერთ კურსდამთავრებულს გზა დაულოცეს
21-05-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა თავის ერთადერთ მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს დაემშვიდობა.
„სკოლაში სწავლის 12 წელიწადიც ჩაიმარცვლა. ბორის ჩარქსელიანისთვის ხვალინდელი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისია! ბორის,ნათელი და წარმატებული გზით გევლოს. გვეიმედები", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.