ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად გერმანულენოვანი წიგნები და დამხმარე სასწავლო რესურსები გადაეცა
21-05-2021
ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად გერმანულენოვანი წიგნები და დამხმარე სასწავლო რესურსები გადაეცა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებას საჩუქარი გოეთეს ინსტიტუტმა გადასცა.
„გოეთეს ინსტიტუტისგან საჩუქრად გადაეცა წიგნები გერმანულ ენაზე და საინტერესო დამხმარე სასწავლო რესურსები. მოწოდებული მასალები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარების ხელშესაწყობად და გერმანული ენის გაკვეთილების ეფექტურად და საინტერესოდ წარმართვისათვის. უღრმესი მადლობა გოეთეს ინსტიტუტს“, - აღნშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია