ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მეთორმეტეკლასელები ცხოვრების დიდ ასპარეზზე გააცილა
21-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

ბოლო ზარი დაირეკა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს. ეს მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ბედნიერი დღეა ყველა მეთორმეტეკლასელისთვის! მოსწავლეებმა კიდევ ერთი დღე გაატარეს ერთად, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ.



„ჩვენი გიმნაზიის სავუკეთესო მე-12 კლასს, დიდი სიყვარულით ვულოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას.
ვუსურვებთ მათ ბედნიერ მომავალს“, აღნიშნულია ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ვიდეოები:
იხილეთ ვიდეო 2: 
იხილეთ ვიდეო3: 
იხიელთ ვიდეო4:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203