„ბავშვების თვალით დანახული ზოოპარკი“ - ალმატის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა
21-05-2021
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი აქტივობა - „ბავშვების თვალით დანახული ზოოპარკი“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ქაღალდებისგან სხვადახვა ცხოველი გამოჭრეს და გააფერადეს.
ისინი აქტივობაში სიხარულით ჩაერთვნენ და თავიანთი შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.