სატივის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
21-05-2021
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

ბოლო ზარი დაირეკა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სატივის საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს. ეს მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ბედნიერი დღეა ყველა მეთორმეტეკლასელისთვის! სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი დღე გაატარეს ერთად, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ.

დამრიგებელმა და უმცროსმა მეგობრებმა სიურპრიზად, დიდი სიყვარულით მორთული ოთახი დაახვედრეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, მოეწყო მხიარული სტარტები, სადაც ჩართული იყვნენ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას. მასწავლებლებისა და უმცროსკლასელი მოსწავლეების მონდომებით, დასამახსოვრებელი გავხადეთ მე-12 კლასელების ბოლო დღე სკოლაში“, - აღნიშნულია სატივის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203