წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა კვლავ გადაიდო
21-05-2021

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადასაცემად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. 

როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ etaloni.ge-ს განუცხადა, უწყებამ თავიდან ჩაატარა ბაზრის კვლევა და უახლოეს პერიოდში ხელახალი ტენდერი გამოცხადდება, თუმცა სავარაუდოდ, ამ სასწავლო წელს მედლების დარიგება ვერ მოესწრება.

ცნობისთვის, ტენდერი 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს და ვერცხლის მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთებისთვის იყო გამოცხადებული.

ტენდერის მიხედვით, 8 735 მედალი უნდა შეძენილიყო, საიდანაც 6 622 ცალი ოქროსი, ხოლო 2 113 ვერცხლის.

მედლების შესყიდვისთვის 275 650 ლარი იყო გამოყოფილი. 

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომელთაც მედლები არ მიუღიათ, უკვე სტუდენტები არიან. 

იხილეთ ასევე: წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს ამ სასწავლო წელს არ მიიღებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...