„ცხოვრების დიდ გზაზე წაუბორძიკებლად გევლოთ“ - საყდრიონის საჯარო სკოლის პედაგოგი სადამრიგებლო კლასს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2021
„ნაყოფიერი ყოფილიყოს სკოლის კედლებში გატარებული თქვენი დრო“ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის პედკოლექტივი მე-12 კლასის მოსწავლეებს სწავლის დამთავრებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ მოკრძალებულად აღნიშნეს.  ისინი ცრემლმორეული თვალებით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს.

„მინდა, გისურვოთ ცხოვრების ამ დიდ გზაზე წაუბორძიკებლად გევლოთ და უდიდესი წარმატებისთვის მიგეღწიოთ“, - მიმართავს მეთორმეტეკლასელებს დამრიგებელი, მალხაზ შავაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203