ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესს“ გერმანელი სტუმარი ეწვია და მოსწავლეებს ჯანსაღი კვების შესახებ სემინარი ჩაუტარა
21-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალს გერმანელი სტუმარი ეწვია. მონიკა ჰიომბერგი მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის ჯანსაღი კვების შესახებ სემინარი ჩაატარა.

სემინარზე საუბარი შეეხო კვების როლს და გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე. მოსწავლეებმა რჩევები მიიღეს, თუ როგორ შეადგინონ სწორი კვებითი რაციონი და დაგეგმონ რეჟიმი.

შეხვედრა სკოლა „პროგრესის“ გერმანული ენის მასწავლებლის, ნათია ჯანჯღავას ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203