„ძალიან მოგვენატრებით“ - ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი მეთორმეტეკლასელებს ემშვიდობება
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.
„ბოლო ზარი“ არის დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.
ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა.
„გილოცავთ ჩემო საყვარელო ბავშვებო. ბედნიერები და მუდამ წარმატებული მინდა იყოთ ყოველთვის, ჩვენ თქვენ ძალიან მოგვენატრებით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.