„თქვენ ხართ ჩვენი სკოლის მომავალი“ - გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ორ კურსდამთავრებულს გულთბილი სიტყვებით აცილებს
21-05-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
სკოლის მე-12 კლასში ორი მოსწავლე, ანრი კეკელიძე და თეონა ბერიძე სწავლობდა.
გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექციამ და პედკოლექტივმა მათ ჯანმრთელობა და წინსვლა უსურვა.
„მეთორმეტეკლასელები დღეს სკოლას ემშვიდობებით. თქვენთვის მიმდინარე სასწავლო წელი დასრულდა და მალე სკოლაში გატარებული 12 წელი სასიამოვნო მოგონებად იქცევა. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, სკოლაში მიღებული ცოდნა უნდა გამოავლინოთ და დაადგეთ გზას, რომელიც ახალი მიზნებითა და გამოწვევებით იქნება სავსე.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებთ სკოლას, ოჯახსა და ქვეყანას. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და დასახული მიზნების ასრულებას. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი!“ - ვკითხულობთ გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორის, დურსუნი ნიჟარაძის მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია