„პირბადე ვერ აკავებს სიყვარულით აღსავსე ემოციებს“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს ემშვიდობება
21-05-2021
„ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს ემოციურად ემშვიდობება.
„ჩვენო საყვარელო ბავშვებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას. უცნაური დღეა დღეს. რეგულაციების დაცვით გვიწევს თქვენთან განშორება, თუმცა პირბადეები ვერ აკავებს იმ სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ემოციებს, რომლებიც წლებია ერთმანეთთან გვაკავშირებს.
ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ. ყველა დაბრკოლება გადაილახება, როცა სიყვარული იზეიმებს“, - ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის მისალოც ტექსტში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია