„ბედნიერი ყოფილიყოს გზა, რომლითაც თქვენ ივლით“ - დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე XII კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა
21-05-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე XII კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. პედაგოგებისთვის საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება ემოციური და რთული იყო.

„გილოცავთ ბავშვებო... ბედნიერი ყოფილიყოს გზა, რომლითაც თქვენ ივლით, დაადექით უფრო რთულ წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზას... ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება მინდა გისურვოთ გვიყვარხართ და გვეიმედებით“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203