
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს დაემშვიდობნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს.
წელს, სკოლებში მე-12 კლასელების გაცილების ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
„საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მე-12 კლასის მოსწავლეებს ულოცავს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წინსვლას და წარმატებებს“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.