„გვჯერა, რომ ყოველი მათგანი ხიდია ჩვენსა და აფხაზეთს შორის!“ - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ
21-05-2021

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-12 კლასელები თბილი სიტყვებით გააცილეს. კურსდამთავრებულების გაცილების ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით  ჩატარდა.

„რამდენადაც ძლიერი, იმდენად სუსტები და ემოციურები ვართ მასწავლებლები, როდესაც ხელისგულზე გაზრდილ ჩიტებს - მოსწავლეებს, ასაფრენად ვამზადებთ....

ჩაიარა კიდევ ერთმა უმძიმესმა, უამრავი გამოწვევით დატვირთულმა და მაინც ბედნიერმა წელიწადმა.

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ დაულოცა გზა ჭეშმარიტი მიზნისკენ.

ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო „ბოლო ზარი“, რომელსაც, ბუნებრივია, ახლდა ბევრი ღიმილი, ცრემლი, მადლობა, დარიგება, ფიცი და გაგიკვირდებათ და ბოდიშიც კი...ბოდიში იმისათვის, რაც შეგვეძლო და ვერ გავაკეთეთ.

მოვისმინით უამრავი პირობა ახალგაზრდებისგან, რომ აუცილებლად გამოადგებიან ჯერ საკუთარ თავს, მერე ოჯახს და სამშობლოს...

გათქვეს ყველაზე სანუკვარი ოცნებაც - აფხაზეთში დაბრუნება!

სამშობლოს სიყვარული მათ დედის რძესავით ჩაუწვეთა თითოეულმა მასწავლებელმა, განსაკუთრებით  დამრიგებელმა - შორენა ბეღელაძემ.

ჩვენ  გვჯერა მათი!

გვჯერა, რომ ყოველი მათგანი  ხიდია ჩვენსა და აფხაზეთს შორის! დაე, აუსრულდეთ ოცნება!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203