
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს ემშვიდობება. დირექციამ გამოსამშვიდოებელი სიტყვით მიმართა კურსდამთავრებულებს:
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, დღეიდან თქვენ იწყებთ ახალ ცხოვრებას, გისურვებთ თქვენი მომავალი იყოს წარმატებული და სიახლეებით სავსე, გვჯერა, რომ ღირსეულად გაუმკლავდებით მომავლის გამოწვევებს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენთან ერთად გატარებული ბედნიერი წლებისთვის. მადლობა ყველა პედაგოგს, გაწეული შრომისა და გარჯისთვის.
მადლობა თქვენს მშობლებს, რომლებიც მუდმივად იჩენდნენ ყურადღებას, თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი სკოლისადმი.
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს, ულევ სიხარულს და დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენის სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.
გფარავდეთ უფალი!“
იხილეთ ფოტოები