თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექციამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა
21-05-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექციამ მე-12 კლასის მოსწავლეებს გზა დაულოცა. წელს სკოლას 57 კურსდამთავრებული ჰყავდა, ბოლო ზარის ღონისძიება კი ღია ცის ქვეშ გაიმართა.

„გილოცავთ საამაყო 57 კურსდამთავრებულს სკოლის დამთავრებას. გისურვებთ, ცხოვრების გზაზე სულ წარმატებები, გამარჯვებები, სიყვარული და სიკეთე დაგბედებოდეთ. გზას, რომელსაც თქვენ აიეჩევთ ყოფილიყოს ალალ შრომასა და მუდმივ სწავლაზე დაფუძნებული. თქვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, რომ აუცილებელია ფეხდაფეხ მისდიოთ მის გამოწვევებს. 

103-ე სკოლის დირექციისა და მასწავლებლების სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გვიყვარხართ და გვეიმედებით. სკოლამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კარგ ადამიანებად და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდეთ“, - აღნიშნულია დირექციის მიმართვაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203