„თქვენ საქართველოს მომავალი ხართ“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა მე-12 კლასის მოსწავლეებს ემოციური სიტყვით მიმართა
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა. დირექტორმა მათ წარმატებული მომავალი და წინსვლა უსურვა. ბოლო ზარის დღე ემოციური იყო პედაგოგებისთვის და მათი აღზრდილებისთვის.
„ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, გ ი ლ ო ც ა ვ თ სკოლის დამთავრებას! თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა თქვენს თანატოლს!
თქვენ საქართველოს მომავალი ხართ!
ხვალიდან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებთ, წინ ბობოქარი სტუდენტური ხანა და სხვადასხვა საინტერესო გამოწვევა გელოდებათ. მჯერა, კვლავაც ასეთივე ზნეკეთილი დარჩებით, დაბრკოლებებსაც გადალახავთ და წარმატებულიც იქნებით, მამულს ერთგულად ემსახურებით. ამაში კი ოჯახთან ერთად თქვენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება!
ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, ეხაროთ თქვენით მუდამ! ყველანი მიყვარხართ და მეიმედებით!
გ ზ ა დ ა გ ე ლ ო ც ო თ !
„ცხოვრების მიზნად ს ი კ ე თ ე გქონდეს
და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი - მოძმეთა ვალად,
ს ა მ შ ო ბ ლ ო შენი მარად გახსოვდეს,
თუკი გსურს დარჩე ა დ ა მ ი ა ნ ა დ !"
იხილეთ ფოტოები