
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება დაულოცა.
„დღეს 20 მაისია... მეთორმეტე კლასელებთან განშორების დრო... სიხარულის, სიამაყის და, ამავე დროს, რაღაცნაირად, გულისდაწყვეტის დღე... უღიმღამო... თითქოს გავურბივართ ერთმანეთს, თავს უხერხულად ვგრძნობთ, ძველებური ზარ-ზეიმიც არ ჩანს... არაუშავს, დრომ და შექმნილმა სიტუაციამ მოიტანა ასე... ესეც გაივლის... ხვალ პირადად... პირისპირ დაგილოცავთ ცხოვრების სამომავლო გზებს, მაგრამ დღესაც იყოს... მაინც სწავლის დასრულების დღეა...
დიდი სიყვარულით გილოცავთ ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულებას და მომდევნო ეტაპის მშვიდობიან ვითარებაში დაწყებას!...
მიყვარხართ!.. მიყვარხართ!... მიყვარხართ!“- წერია სკოლის მისალოც წერილში.