„კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა ჩვენმა სკოლამ“ - ზვარეს საჯარო სკოლაში 52-ე „ბოლო ზარი“ გაიმართა
21-05-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში 52-ე ბოლო ზარი გაიმართა. პედაგოგები მე-12 კლასელებს გამოემშვიდობნენ და კურსდამთავრებულებთან ერთად გატარებული 12 წელი გაიხსენეს.

„კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა ჩვენმა სკოლამ და დღეს უშვებს თავისი კედლებიდან. 12 წლის მანძილზე ერთად ყოფნის შემდეგ რთულია დაემშვიდობო კიდევ ერთ კლასს, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე ჩვენს გვერდით იყვნენ. გვახსოვს, როგორ შემოაღეს პატარებმა სკოლის კარი. როგორ სწავლობდნენ ამ კედლებში და ეუფლებოდნენ ცოდნას. როგორ განიცდიდნენ პირველად სცენაზე გამოსვლას. აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში. დღეს უკვე მათი ბოლო ზარი იყო. გაფრინდა ბავშვობის წლები. დღეს ისინი დაემშვიდობებიან სკოლას და ახალი ცხოვრების კარს შეაღებენ. ერთად გავაცილოთ ისინი ცხოვრების ახალ ფართო გზაზე და დავულოცოთ ეს გზა“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.


იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203