„გილოცავთ ჩვენო პატარა მეგობრებო სკოლის დამთავრებას“ - დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექციამ 5 კურსდამთავრებული გააცილა
21-05-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 5 კურსდამთავრებული გააცილეს სკოლიდან. ბოლო ზარის ღონისძიება დადგენილი რეგულაციების  გათვალისწინებით ჩატარდა.

„ყველა თქვენთაგანს: ქრიტინე, სალომე, თეონა, ლინდა და ლია გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს. გვჯერა, ვინც აბარებთ ეროვნულ გამოცდებს, მალე სტუდენტობასაც მოგილოცავთ...

მადლობა ყველა თქვენთაგანის მშობელს, პედაგოგს, სკოლის ყველა თანამშრომელს, ვინც თავის საქმეს ღირსეულად ასრულებდა და წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდის სამსახურში.

დანისპარაულის საჯარო სკოლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენო პატარა მეგობრებო სკოლის დამთავრებას...
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, დასახული მიზნების ასრულებასა და ბედნიერ მომავალს.

გეცხოვროთ ძლიერ, ერთიან, აყვავებულ საქართველოში...

ღმერთმა დაგლოცოთ“, - ნათქვამია დირექციის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203