
ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. აქვე არ ივიწყებენ არაფორმალურ განათლებასა და მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ პროექტს izrune.ge-ს.
ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, გაბრიელ კაპანაძემ izrune.ge-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მიიღო მოაწილეობა და სერტიფიკატიც დაიმსახურა, რომელიც ყველაზე მზრუნველმა პროექტმა სიამყით გადასცა პატარა იზრუნელს.
ჭიათურის N1 საჯარო სკოლა ულოცავს გაბრიელს და უსურვებს წინსვლას.