„საქართველოს თქვენი სახით პატრიოტი, ღირსეული და განათლებული მამულიშვილები ჰყავს!“ - ახალდაბის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს გამოემშვიდობა
21-05-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. დირექტორმა პედაგოგებსა და მშობლებს მოსწავლეთა აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას.

საქართველოს თქვენი სახით პატრიოტი, ღირსეული და განათლებული მამულიშვილები ჰყავს!

ასევე დიდი მადლობა პედაგოგოებსა და მშობლებს, თქვენს აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203