
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ. ბოლო ზარი ამაღელვებელი იყო როგორც მე-12 კლასელებისთვის, ასევე მათი პედაგოგებისთვის.
„გილოცავთ! დღეს, ყველაზე უჩვეულო, ლამაზი, ფერადი, ემოციურად დატვირთული დღე არის ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელებისათვის! მათთვის სასკოლო ცხოვრების თორმეტწლიანი პერიოდი წარმატებით დასრულდა და ბოლო ზარი დაირეკა.
ვულოცავთ ჩვენს ულამაზეს გოგო-ბიჭებს.
ლამაზი, საინტერესო, ემოციებითა და სასიამოვნო თავგადასავლებით სავსე ახალგაზრდული წლები გაგეტარებინოთ წარმატებული, რეალიზებული, განათლებული, საამაყო, მისაბაძი ადამინები ყოფილიყავით!
გვიყვარხართ, გილოცავთ, გეფერებით და ახალი ცხოვრების გზაზე საგზლად, დიდ სიყვარულსა და სითბოს გატანთ მთელი სკოლის სახელით“ - წერია დირექციის ინფორმაციაში.