„ხვალიდან ახალი, განსხვავებული ცხოვრება იწყება“ - თბილისის N90 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა
21-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს  სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N90 საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს.

„ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღე. ხვალიდან ახალი, განსხვავებული ცხოვრება იწყება. ვულოცავთ ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას და გვჯერა, რომ თითოეული თქვენთაგანი სასახელო და საამაყო ადამიანი იქნება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


     

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203