
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სიყვარულით აცილებენ სკოლიდან. დირექტორი ამ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს კლასის ხელმძღვანელსა და პირველ მასწავლებელს.
„დიდი სიყვარულით გეფერებით და გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო სკოლის დამთავრებას, თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა მეთორმეტე კლასელს, ვინც წელს დაასრულა სწავლების საშუალო საფეხური და გისურვებთ დიდი წარმატებებით გაგეგრძელებინოთ სვლა ცხოვრების დიდ გზაზე, სადაც უფრო დიდი მასწავლებელი თავად ცხოვრება გელოდებათ, უფალი იყოს თქვენი მფარველი ამ გზაზე.
მჯერა, გაამართლებთ ჩვენს იმედებს... ვულოცავ თქვენს პირველ მასწავლებელს, ქალბატონ ელისო შვანგირაძესა და კლასის ხელმძღვანელს, ბატონ ლავრენტი (ბაჩუკი) მასწავლებელს, ჩვენ ყველას, მაგრამ მათ განსაკუთრებით დიდი ამაგი აქვთ თქვენზე.
ბაჩუკი მას, კიდევ ბევრი ასეთი გამოშვება მომელოცოს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები