„თითოეულ მათგანს დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებთ“- თლუღის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
21-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:
„ყველა მე-12 კლასელს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას! ვუსურვებთ თითოეულ მათგანს დასახული მიზნების ასრულებას, ნათელ მომავალს, ჯანმრთელ და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას, მუდამ წარმატებული გზით ევლოთ. სკოლის და მასწავლებლების მიერ მათზე გაწეული ღვაწლი იყოს მათი ცხოვრების გზის გამნათებელი. ცხოვრების სიძნელეებთან შეჭიდება ყოველთვის გამარჯვებით დაესრულებინოთ. მუდამ საქართველოს სიყვარულით გამთბარი გულით და საკუთარი წარმატებებით გახარებულებს გეცხოვროთ“ - აღნიშნულია მისალოც წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია