„თამბაქოს მავნე ზემოქმედება“ - ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
21-05-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ნინო მახათაძემ და ისტი-ს მასწავლებელმა, ნინო კონტრიძემ, მე-6 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე - „თამბაქოს მავნე ზემოქმედება“.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მათ თამბაქოს მოხმარების არაერთ უარყოფით მხარეზე გაამახვილეს ყურადღება და ერთმანეთს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდეს.